28-07-2023
ცნობილია! - როდის გაახანგრძლივებს ბალდე კონტრაქტს
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ძალიან უნდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ალეხანდრო ბალდეს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბალდე კატალონიურ გუნდთან ახალ კონტრაქტს პრე-სეზონის ტურნეს დასრულების შემდეგ გააფორმებს.
ცნობისთვის, ალეხანდროს ახალი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ალეხანდრო ბალდემ გასულ სეზონში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები