• 28-07-2023
    მამარდა ფავორიტებს შორისაა, თუმცა ტრანსფერი მაინც ფერხდება - რა არის ამის მიზეზი
    მამარდა ფავორიტებს შორისაა, თუმცა ტრანსფერი მაინც ფერხდება - რა არის ამის მიზეზი

    "ვალენსიას" ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილისა და მიუნხენის "ბაიერნის" საგა კვლავ გრძელდება.

    გერმანული გამოცემის "BILD"-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერისთვის" მნიშვნელოვანი მეკარის პოზიციის გაძლიერება და კარის ახალი დარაჯის მოყვანაა.

    როგორც იწერება, მიუნხენელების მთავარ სამიზნეებს მამარდაშვილი და დავიდ რაია წამორადგენენ.

    გავრცელებული ცნობებით, ტრანსფერის დამაბრკოლებელი ბარიერი მათი სატრანსფერო ფასია.

    ორივე მეკარის ღირებულება დაახლოებით 25-30 მილიონი ევროა, რისი გადახდაც "ბაიერნს" დიდად არ სურს.

    ასე და ამგვარად, საინტერესო იქნება, თუ რას გადაწყვეტენ გერმანული კლუბის ხელმძღვანელები და ვის მიიყვანენ იან ზომერის შემცვლელად.

    Facebook კომენტარები