• 13-05-2022
    "მანჩესტერ იუნაიტედი" რომანიოლის დამატებით ინტერესდება
    "მანჩესტერ იუნაიტედი" რომანიოლის დამატებით ინტერესდება

    Calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" კაპიტნის ალესიო რომანიოლის გაფორმების სურვილი "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოთქვა.


    წყაროს ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედში ზაფხულში დიდი ცვლილებები იგეგმება, თუმცა არც თუ ისე დიდი სატრანსფერო ბიუჯეტის გამო, "წითელი ეშმაკები" თავისუფალი

    აგენტების დამატებას ეცდებიან და ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე სწორედ რომანიოლი იქნება.


    შეგახსენებთ, ალესიოს მიმდინარე კონტრაქტი "როსონერისთან" სეზონის ბოლოს ეწურება და ჯერჯერობით მისი მომავალი გუნდი უცნობია.


    იტალიელი ფეხბურთელის სახელს "ლაციოს" უკავშირებდნენ, მაგრამ მხარეებს შორის კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. იწერება ისიც, რომ ალესიო "მილანში"

    დარჩება. თუმცა ვნახოთ რას გადაწყვეტს ფეხბრუთელი.

    Facebook კომენტარები