• 28-07-2023
    უეფამ "იუვენტუსი" კონფერენს ლიგიდან მოკვეთა
    უეფამ "იუვენტუსი" კონფერენს ლიგიდან მოკვეთა
    Author of the article
    Aa

    უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტურინის "იუვენტუსი" კონფერენს ლიგის 2023/2024 წლების სეზონის გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

    გარდა იმისა, რომ პიემონტელები ფინანსური დარღვევების გამო ევროპის რანგით მესამე საერთაშორისო საკლუბო ტურნირიდან მოკვეთეს, მათ 20 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრეს.

    იმ შემთხვევაში, თუ 2023, 2024 და 2025 წლებში "იუვენტუსი" ისევ ვერ მოახერხებს ფინანსური ანგარიშების ჯეროვნად მოწესრიგებას, "ზებრებს" კიდევ 10 მილიონის გადახდა მოუწევთ.

    კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბიანკონერის" "ფიორენტინა" ჩაანაცვლებს, რომელმაც სერია ა-ს გასული სეზონი მე-8 ადგილზე დაასრულა.

    შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდი იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონშიც დაისაჯა. მათ ჯერ 15 ქულა დააკლეს, შემდეგ აუნაზღაურეს, სეზონის ბოლოს კი 10 ქულა ჩამოაკლეს.

    Facebook კომენტარები