14-05-2022

ლუკაკუს აგენტი "მილანთან" მოლაპარაკებებზე: "უნდა მოვიცადოთ"

ავტორი
უახლოეს პერიოდში "მილანს" რომ "ჩელსის" ცენტრფორვარდს, რომელუ ლუკაკუს, უკავშირებენ პრესაში, ეს ისედაც არახალი ამბავია.
ახლა უკვე ბელგიელი ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ თავისი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა:
"არ შეგვიძლია, მოლაპარაკებებზე ვიფიქროთ. არ ვიცით "ჩელსის" ახალი მფლობელების ვინაობა და შეგვიძლია თუ არა "მილანსა" და "ინტერთან" მარტო მოლაპარაკება. უნდა
მოვიცადოთ."
თავის მხრივ, ლონდონური კლუბის თავკაცი ტომას ტუხელიც შეეხო ამ თემას:
"თუ მფლობელთან აპირებს საუბარს, ალბათ მის გეგმაში ჩემთან ლაპარაკი არ შედის."
როგორც ვხედავთ, რომელუს მომავალი კვლავ გაურკვეველია. ასე რომ, არაფერია გამორიცხული.
ტეგები:
Facebook კომენტარები