• 30-07-2023
    მამარდაშვილმა "ვალენსიას" უკაპიტნა
    მამარდაშვილმა "ვალენსიას" უკაპიტნა

    29 ივლისს გიორგი მამრდაშვილის "ვალენსია" "ალავესს" დაუპირისპირდა და 2:0 სძლია.

    მამარდა ამ მატჩში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და კაპიტნის სამკლავურიც მოირგო, მან "ღამურებს" პირველად უკაპიტნა.

    მოგეხსენებათ, "ვალენსია" ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, ბევრი იწერებოდა ქართველ კიპერზეც, თუმცა ნელ-ნელა უფრო რეალური ხდება მისი დარჩენა.

    აქვე მოგახსენებთ, რომ შემდეგ ამხანაგურ მატჩს "ვალენსია" "ასტონ ვილასთან" 5 აგვისტოს გამართავს.

    Facebook კომენტარები