• 30-07-2023
    "კარლსრუემ" ბუნდესლიგა 2 გამარჯვებით დაიწყო - ზივზივაძე სასტარტოში იყო
    "კარლსრუემ" ბუნდესლიგა 2 გამარჯვებით დაიწყო - ზივზივაძე სასტარტოში იყო

    ბუნდესლიგა 2-მა სტარტი უკვე აიღო, ამ ჩემპიონატში ერთადერთი ქართველი, ბუდუ ზივზივაძე იღებს მონაწიელობას რომლის გუნდმაც ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო.

    "კარლსრუემ" "ოსნაბრიუკს" 3:2 სძლია, ქართველმა თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 70 წუთი ითამაშა.

    ბუდუმ გოლის გატანა ვერ მოახერხა, ამისათვის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა მეკარემ აჯობა.

    აქვე მოგახსენებთ, რომ "კარლსრუე" მომდევნო მატჩს 6 აგვისტოს "ჰამბურგის" წინააღმდეგ გამართავს.

    Facebook კომენტარები