• 30-07-2023
    იტალიურმა გრანდმა "მეცს" მიქაუტაძის სანაცვლოდ 15 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო
    იტალიურმა გრანდმა "მეცს" მიქაუტაძის სანაცვლოდ 15 მილიონი შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო
    ავტორი
    Aa

    გიორგი მიქაუტაძის მომავალთან დაკავშირებულ ახალ ინფორმაციას Lets Go Metz-ი ავრცელებს.

    წყაროს თანახმად, "მეცმა" რომის "ლაციოს" შეთავაზებაზე თქვა უარი. რომაელები ქართველ თავდამსხმელში 15 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ "მეცს" 20 მილიონი ევროს მიღება უნდა.

    შეგახსენებთ, რომ გიორგის სანაცვლოდ "ბარნლიც" 15 მილიონს ჩამოდიოდა. ცხადია, პრემიერლიგური კლიუბიც უარით გაისტუმრეს.

    "მეცის" მიერ მიქაუტაძეზე დაწესებული ფასი მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ "მეწამულისფრები" 22 წლის შემტევს იოლად არ შეელევიან.

    შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. "მეცთან" ერთად ჩატარებულ 3 ამხანაგურ მატჩში მან 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

    ლიგა 1-ის პირველ მატჩს "მეცი" 13 აგვისტოს, "რენთან" გამართავს.

    Facebook კომენტარები