• 31-07-2023
    "ვალენსია" მამარდაშვილს 25 მილიონ ევროდ გაყიდის
    "ვალენსია" მამარდაშვილს 25 მილიონ ევროდ გაყიდის
    ავტორი
    Aa

    ესპანურ პრესაში დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ვალენსიას" 22 წლის მეკარის, გიორგი მამარდაშვილის გაყიდვა უნდა.

    მთავარი მიზეზი, რატომაც "ღამურები" ქართველ გოლკიპერს ელევიან, მათი ფინანსური პრობლემებია. გიორგი არ იქნება ერთადერთი ლიდერი, რომელსაც "ლოს ჩე" სხვა გუნდში უშვებს - იანიკ მუსას "მილანში" 20 მილიონ ევროდ ტრანსფერი თითქმის დახურულია.

    წყაროს თანახმად, მამარდას ვალენსიელები 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისებენ.

    შეგახსენებთ, რომ ქართველ კიპერს აქტიურად უკავშირებენ მიუნხენის "ბაიერნს". გავრცელებული ცნობების თანახმად, "რეკორდმაისტერის" მიერ გაწერილ სიაში, რომელშიც მანუელ ნოიერის პოტენციური მემკვიდრეები არიან ჩამოთვლილნი, მამარდაშვილი ერთ-ერთი მოწინავეა.

    ცნობისთვის, ახალგაზრდა მეკარემ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო. "ალავესთან" გამართულ ამხანაგურ მატჩში მან "ვალენსიას" უკაპიტნა კიდეც.

    Facebook კომენტარები