• 03-08-2023
    კვარაცხელიამ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო - რა პერიოდი გაუცდება ქართველ ფეხბურთელს
    კვარაცხელიამ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო - რა პერიოდი გაუცდება ქართველ ფეხბურთელს

    საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ “ჟირონას” წინააღმდეგ ტრავმა მიიღო.

    ახალგაზრდა ქართველმა გარემარბმა დაზიანება მარცხენა მუხლის არეში მიიღო, რის გამოც “აუგსბურგთან” მატჩის გამოტოვებაც მოუწევს.

    კვარაცხელიას თერაპიას გაივლის, რაც იმის მანიშნებელია, რომ რამდენიმე დღის გამოტოვება მოუწევს.

    საგულისხმოა, რომ კვარაცხელიას მუხლის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება.

    ცნობისთვის, კვარაცხელიამ “ჟირონასთან” 60 წუთი გაატარა, რის შემდეგ უკვე ცნობილი მიზეზის გამო შეცვალეს.

    Facebook კომენტარები