• 09-06-2023
    5 მიზეზი, რატომაც "ბარსას" ნეიმარის დაბრუნება არ უნდა
    5 მიზეზი, რატომაც "ბარსას" ნეიმარის დაბრუნება არ უნდა
    Author of the article
    Aa

    პრესაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარ ჟუნიორმა "ბარსელონას" საკუთარი თავი შესთავაზა, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ბრაზილიელის შეძენას არ განიხილავენ. "ბლაუგრანას" პოზიცია დაადასტურა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმაც.

    Tribuna.com გვთავაზობს 5 მიზეზს, რატომაც კატალონიური გრანდი 31 წლის შემტევის გაფორმებაზე უარს ამბობს.

    ფული "ბარსელონა", თავისი ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, უბრალოდ ვერ შეძლებს "პარი სენ-ჟერმენისთვის" ნეიმარის სატრანსფერო ღირებულების გადახდას. პრობლემა იქნება ნეის ხელფასიც.

    ახალი "ბარსელონა" თითქმის ყველა ფეხბურთელმა, რომელიც "ბარსაში" ნეიმართან ერთად თამაშობდა, გუნდი დატოვა. კატალონიელები ფსონს ახალგაზრდებზე ჩამოდიან, 31 წლის ვარსკვლავის ამ დროს დაბრუნება კი ნაკლებსავარაუდო უნდა იყოს.

    ნეიმარის ცხოვრების სტილი საიდუმლო არავისთვისაა, რომ ნეიმარი წვეულებებისა და ცოცხალი ცხოვრების მოყვარულია. ასეთი ფეხბურთელი "ბარსას" ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითი ნამდვილად ვერ იქნება.

    ტრავმიანობა "პსჟ-ს" ათიანი ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე (თუ არა ყველაზე) ტრავმებისაკენ მიდრეკილი ვარსკვლავია. თითქმის წარმოუდგენელია, რომ მან სეზონი დაზიანების მიღების გარეშე განვლოს, ეს კი "ბარსელონასთვის" მიუღებელია.

    თამაშის ხარისხი 31 წლის ასაკში რომ ნეიმარი პროგრესს ვეღარ განიცდის, მარტივი მისახვედრია. მართალია, 2022/2023 წლების სეზონში მან ჩინებული სტატისტიკა დააფიქსირა, მაგრამ ეს ვერ ცვლის იმ ფაქტს, რომ ბრაზილიელის პიკი უკვე განვლილია.

    შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში ნეიმ 18 გოლი და 17 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები