• 11-08-2023
    "ჯერ არაფერი დასრულებულა ''დილას'' კარგად თამაში საპასუხო შეხვედრაში შეუძლია" - "აპოელის" მწვრთნელის კომენტარი მატჩთან დაკავშირებით
    "ჯერ არაფერი დასრულებულა ''დილას'' კარგად თამაში საპასუხო შეხვედრაში შეუძლია" - "აპოელის" მწვრთნელის კომენტარი მატჩთან დაკავშირებით

    როგორც მოგეხსენებათ, გორის "დილა" "აპოელთან" კონეფერნს ლიგის საკვალიფიკაციო მესამე ეტაპის პირველ მატჩში "ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე" ანგარიშით 2:0 დამარცხდა.

    აღნიშნულ მატჩზე კვიპროსელთა პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდუ სა პინტუმ ისაუბრა:

    "დილას წინააღმდეგ პირველ ტაიმში კარგად არ გვითამაშია. პრესინგზე აგრესიულად ვერ ვთამაშობდით, ვერც დუელებში ვიჩენდით თავს. როცა ბურთი გვქონდა, მაშინაც ვერ ვთამაშობდით ისე, როგორც გვსურდა, რადგან დილა კარგ პრესინგს გვეთამაშებოდა. პირველი ტაიმის ბოლოს გაგვიმართლა და გოლი გავიტანეთ. ვფიქრობ, შესვენებაზე 1:0 გასვლა სამართლიანი შედეგი არ იყო"

    "მეორე ტაიმში უკვეთ ვმოქმედებდით, კარგად ვიცავდით თავს, ბურთიც მოვიპოვეთ და გოლიც გავიტანეთ. ვფიქრობ, მეორე ნახევრიდან გამომდინარე, გამარჯვება დავიმსახურეთ. თუმცა ჯერ არაფერი დასრულებულა, დილას კარგად თამაში საპასუხო შეხვედრაში შეუძლია და ეს გუნდი მომენტებს ყოველთვის ქმნის,".

    Facebook კომენტარები