• 11-08-2023
    ლუკაკუსთვის "იუვენტუსი" და "ტოტენჰემი" იბრძოლებენ
    ლუკაკუსთვის "იუვენტუსი" და "ტოტენჰემი" იბრძოლებენ
    Author of the article
    Aa

    ტურინის "იუვენტუსმა" რომელუ ლუკაკუ პრიორიტეტულ სატრანსფერო სამიზნედ რამდენიმე კვირის წინ აქცია, თუმცა ტრანსფერის დახურვა "ზებრებმა" ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს.

    ლონდონის "ჩელსისთან" მოლაპარაკებებში "ბიანკონერიმ" დუშან ვლაჰოვიჩის ჩართვაც სცადა. მიუხედავად ამისა, "ლურჯებთან" შეთანხმებამდე ჯერ კიდევ შორია. 

    ახლა კი II Bianconero იუწყება, რომ 30 წლის ბელგიელით შეიძლება ლონდონის "ტოტენჰემიც" დაინტერესდეს.

    "დეზებმა" ჰარი კეინი მიუნხენის "ბაიერნში" გაუშვეს, ახლა კი მისი შემცვლელი უნდა მოიყვანონ. ერთ-ერთ კანდიდატურად სწორედ ლუკაკუ განიხილება.

    ცნობილია, რომ რომელუს კარიერის გაგრძელება იტალიაში სურს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ "ჩელსის" დარწმუნებას სერია ა-ს კლუბები ვერ მოახერხებენ, ლუკაკუსთვის ერთადერთი გამოსავალი შეიძლება "სპურსში" წასვლა იყოს, რადგან "არისტოკრატები" მის შენარჩუნებას არ აპირებენ.

    Facebook კომენტარები