• 14-08-2023
    გადაწყვეტილია! - იტალიის ნაკრებს ლუჩიანო სპალეტი ჩაიბარებს
    გადაწყვეტილია! - იტალიის ნაკრებს ლუჩიანო სპალეტი ჩაიბარებს

    როგორც მოგეხსენებათ, რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტა, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი იქნება.

    ამავე წყაროს ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ განცხადებას 16 აგვისტოს გააკეთებს.

    ცნობისთვის, ლუჩიანო სპალეტი ბოლოს იტალიურ “ნაპოლის” წვრთნიდა, რომელსაც 33 წლის შემდეგ ნანატრი სკუდეტო მოაგებინა.

    Facebook კომენტარები