• 17-08-2023
    "ბევრი ფული უკვე მაქვს. მირჩევნია სასიამოვნო გამოწვევები" - შენსიმ "იუვეს" დატოვება გამორიცხა
    "ბევრი ფული უკვე მაქვს. მირჩევნია სასიამოვნო გამოწვევები" - შენსიმ "იუვეს" დატოვება გამორიცხა

    ტურინის "იუვენტუსის" პოლონელმა მეკარემ, ვოიცეხ შესნიმ "ბებერი ქალბატონის" დატოვების შესახებ ცნობები უარყო:

    "ევროტურნირებიდან მოგვკვეთეს და ვერაფერს ვიზამთ. სამაგიეროდ, მეტი დრო გვექნება ვარჯიშისა და მიზანზე ფოკუსირებისთვის, ეს ჩემთვის სამყაროს დასასრული არ არის, რაც უფრო მეტ მატჩს თამაშობ, უფრო ნაკლები დრო გვაქვს აღდგენისთვის, ახლა ყველაფერი ცოტა სხვანაირად იქნება. უნდა ვიმუშაოთ მაქსიმალურად, რათა "სკუდეტო" მოვიგოთ"

    "ბევრი ფული უკვე მაქვს. მირჩევნია სასიამოვნო გამოწვევები და იუვენტუსის კარის დაცვა საუკეთესო გამოწვევაა. ფეხბურთის შესახებ ინფორმაციებს ბევრს არ ვკითხულობ, მაგრამ ვიცი, რომ იქ რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა და არ მიკვირს."

    "ვიცი, რომ ვარ და ვიქნები იუვენტუსის ფეხბურთელი. მანამდე, სანამ თვითონ გუნდს ვუნდივარ. მე მიჯაჭვული ვარ ამ კლუბზე, პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებებს", - თქვა შესნიმ.

    Facebook კომენტარები