• 18-08-2023
    ოფიციალურად: რომეო ლავია "ჩელსის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: რომეო ლავია "ჩელსის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსი" შემადგენლობის გაძლიერებას აგრძელებს. "არისტოკრატებმა" ამჯერად 19 წლის ნახევარმცველის, რომეო ლავიას ტრანსფერი გააოფიციალურეს.

    ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბელგიელ ტალანტში "საუთჰემპტონი" 53 მილიონ ფუნტს მიიღებს. ბონუსების გათვალისწინებით, თანხამ შეიძლება 58 მილიონსაც უწიოს.

    "ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ჩემს ახალ თანაგუნდელებს და ქიმიას ჩამოვაყალიბებ, რათა ერთად მივაღწიოთ მწვერვალებს," - უთხრა ლავიამ "ჩელსის" ოფიციალურ ვებსაიტს.

    სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად რომეო ენცო ფერნანდესსა და მოიზეს კაისედოს - ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ორ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს - გაუწევს კონკურენციას.

    აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონში ლავიამ 35 მატჩში ითამაშა და 1 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები