• 11-06-2023
    გურამ კაშია: “საკმაოდ რთული ჯგუფი გვაქვს”
    გურამ კაშია: “საკმაოდ რთული ჯგუფი გვაქვს”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო შეხვედრების თვის მზადება უკვე დაიწყო.

    ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მატჩების წინ კომენტარი გააკეთა:

    “საკმაოდ დიდი დრო გვაქვს ამ ორი მნიშვნელოვანი თამაშისთვის მოსამზადებლად. ფეხბურთელები, რომლებმაც ადრე დავასრულებთ საკლუბო სეზონი, შედარებით ადრე დავიწყეთ სანაკრებო მატჩებისთვის მზადება. დაახლოებით ერთი კვირა დაგვრჩა მოსამზადებლად, კარგი პირობები გვაქვს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. 

    საკმაოდ რთული ჯგუფი გვაქვს. პირველ მატჩში ერთი ქულა ავიღეთ და ვგეგმავთ, რომ გავზარდოთ ჩვენი მონაგარი. რთული გასვლითი მატჩები გველის, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეკრების დასრულების შემდეგ, კმაყოფილები ვიქნებით". - განაცხადა გურამ კაშიამ.

    ცნობისთვის, “ჯვაროსნები” 17 ივნისს კვიპროსს დაუპირისპირდებიან, 21 ივნისს კი შოტლანდიას შეხვდებიან.

    Facebook კომენტარები