• 22-08-2023
    გვარდიოლამ ზურგზე ოპერაცია ჩაიტარა - პეპი 2 მატჩს გამოტოვებს
    გვარდიოლამ ზურგზე ოპერაცია ჩაიტარა - პეპი 2 მატჩს გამოტოვებს

    "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა პრემიერ ლიგის მომდევნო ორ მატჩს გამოტოვებს.

    "ქალაქელებმა" ოფიციალურად დაადასტურეს, რომ 52 წლის სპეციალისტს ზურგზე ოპერაციის ჩატარება მოუხდა. ოპერაცია გვარდიოლამ მშობლიურ ბარსელონაში გაიკეთა.

    "პეპის არყოფნაში, მისი ასისტენტი, ხუანმა ლილო ჩაიბარებს სავარჯიშო ბაზაზე გუნდის გაწვრთნასა და მატჩებში მათ მოედანზე გაყვანას. გვარდიოლა გუნდს მომავალი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება," - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

    ეს იმას ნიშნავს, რომ პეპი "სიტიზენებს" "შეფილდ იუნაიტედისა" და "ფულემის" წინააღმდეგ ვერ უხელმძღვანელებს. მისი დაბრუნება 16 სექტემბერს, "ვესტ ჰემ იუნაიტედთან" გასამართი მატჩისთვისაა მოსალოდნელი.

    პრემიერ ლიგის ორ ტურში "სიტის" 6 ქულა აქვს აღებული და ცხრილს "ბრაიტონთან" და "არსენალთან" ერთად ლიდერობს.

    Facebook კომენტარები