• 11-06-2023
    "ბარსელონამ" ვიტორ როკეს შეძენა გადაწყვიტა
    "ბარსელონამ" ვიტორ როკეს შეძენა გადაწყვიტა
    Author of the article
    Aa

    ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე "ბარსელონას" პრიორიტეტული სამიზნე ვიტორ როკეა, - იუწყება ხოაკიმ პიერა.

    SPORT-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, "ატლეტიკო პარანაენსეს" ახალგაზრდა ფორვარდის გადასაბირებლად "ბლაუგრანა" ყველა ღონეს იხმარს.

    კლუბში ბრაზილიელს რობერტ ლევანდოვსკის იდეალურ შემცვლელად ხედავენ. როკე ბევრს ახალ ლუის სუარესადაც კი ესახება.

    მას შემდეგ, რაც "ბარსას" სპორტულ დირექტორად დეკო დაინიშნება, მოლაპარაკებების ტემპი დაჩქარდება. უკვე რამდენიმე თვეა, რაც პორტუგალიელი ამ ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობების შესახებ აგროვებს ინფორმაციას.

    18 წლის შემტევი და მისი გარემოცვა მზადაა, პრემიერ ლიგიდან მიღებული შეთავაზებები დაბლოკოს. "არსენალი" და "ჩელსი" ვიტორით ინტერესდებიან, მაგრამ მას "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურის მორგება უნდა.

    სუპერტალანტი კატალონიურ გრანდს 35-40 მილიონი ევრო დაუჯდება. არსებობს შანსი, კლუბმა იგი იჯარა + გამოსყიდვის ვალდებულების ფორმულით წაიყვანოს.

    ბრაზილიური "ატლეტიკო პარანაენსეს" ღირსება როკემ წელს 33 მატჩში დაიცვა. მან თავი 15 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები