• 24-08-2023
    კარგი ამბავი - მსოფლიოს ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა
    კარგი ამბავი - მსოფლიოს ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრები რეიტინგში დაწინაურდა
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ძალიან მალე კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

    აღსანიშნავია, რომ FIBA-მ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების არაოფიციალური რეიტინგი განაახლა, სადაც ყველაზე დიდი წინსვლა ჩვენმა ნაკრებმა განიცადა.

    კერძოდ, ილიას ზუროსის გუნდი რეიტინგში 5 პოზიციით წინ წავიდა და 23-ე ადგილიდან, მე-18-ზე გადაინაცვლა.

    სასიხარულოა ისიც, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უსწრებს თავის უშუალო ორ მეტოქეს მსოფლიოს ჩემპიონატზე.

    ამ მომენტისთვის კაბო-ვერდე 31-ე და ვენესუელა 25-ე ადგილს იკავებენ, ხოლო სლოვენია მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

    აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ თამაშს 26 აგვისტოს ჩაატარებს.

    ტეგები:
    Facebook კომენტარები