• 24-08-2023
    "ფულემსა" და "ტოტენჰემს" შორის შეიძლება გაცვლა შედგეს
    "ფულემსა" და "ტოტენჰემს" შორის შეიძლება გაცვლა შედგეს
    Author of the article
    Aa

    ლონდონურ "ფულემს" თანაქალაქელ "ტოტენჰემთან" ბარტერის განხორციელება სურს, - იუწყება Sky Sports.

    როგორც ჩანს, "კრეივენ კოტეჯის" ბინადრებს უნდათ, რომ თავიანთ გუნდში ერიკ დაიერი მიიყვანონ, სანაცვლოდ კი "დეზები" ტოსინ ადარაბიოიოთი და გარკვეული თანხით დააკმაყოფილონ.

    ტოსინით "მონაკოცაა" დაინტერესებული, მაგრამ "ფულემს" ლიგა ერთის ბინადრებთან საქმის დაჭერის სურვილი არ ამოძრავებთ.

    მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაიერი "ტოტენჰემის" ახალი თავკაცის, ენჟ პოსტეკოგლუს გეგმებში არ შედის. მაშასადამე, ჩრდილონდონელები გამოცდილ ფეხბურთელთან დამშვიდობების წინააღმდეგნი არ უნდა იყვნენ.

    ცნობისთვის, ერიკს პრემიერ ლიგაში 270 მატჩი აქვს ჩატარებული, "სპურსთან" კონტრაქტი კი გაისად ეწურება.

    Facebook კომენტარები