• 11-06-2023
    "არსენალი" ტიმოთი კასტანით დაინტერესდა
    "არსენალი" ტიმოთი კასტანით დაინტერესდა
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" მარჯვენა მცველის პოზიციაზე პოტენციურ სამიზნედ "ლესტერის" ფლანგელი, ტიმოთი კასტანი შეარჩია, - იუწყება ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი.

    "მეთოფეთა" პრიორიტეტული სამიზნე "რეალ ვალიადოლიდის" 22 წლის ფეხბურთელი, ივან ფრესნედაა, მის ალტერნატივად კი სწორედ კასტანი განიხილება.

    როგორც მოგეხსენებათ, "ლესტერ სიტი" პრემიერ ლიგიდან გავარდა, რაც გუნდიდან წამყვანი მოთამაშეების გადინების წინაპირობაა. გუშინ დადასტურდა იური ტილემანსის "ასტონ ვილაში" გადაბარგება, წამსვლელთა სიაში კი შემდეგნი ჯეიმს მედისონი და კასტანი არიან.

    27 წლის ბელგიელმა პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა. იგი "მელიების" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ.

    ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხად აფასებენ ლესტერშირელები ტიმოთის.

    აქვე გეტყვით, რომ 2022/2023 წლების სეზონი კასტანმა 2 გოლითა და 4 ასისტით დახურა.

    Facebook კომენტარები