• 27-08-2023
    მოჰამედ კუდუსი “ვესტ ჰემში” ითამაშებს
    მოჰამედ კუდუსი “ვესტ ჰემში” ითამაშებს

    ახალგაზრდა განელი ფეხბურთელი, მუჰამედ კუდუსი კარიერას “ვესტ ჰემში” გააგრძელებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაიციის თანახმად, “ჩაქუჩებს” 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დაახლოებით 45 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

    ფეხბურთელი ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელს 2028 წლის ზაფხულამდე მოაწერს.

    ცნობისთვის, კუდუსმა გასულ სეზონში ჩატარებულ 41 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები