29-08-2023

საბა საზონოვი ტორინოში გადადის - ტრანსფერის დეტალები

ავტორი
ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, საბა საზონოვი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს.
გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზონოვის ახალი გუნდი “ტორინო” იქნება.
იტალიური გუნდი მოსკოვის “დინამოს” ახალგაზრდა მცველში დაახლოებით 3 მილიონი ევროს გადაუხდის.
საზონოვი იტალიაში 48 საათის განმავლობაში გაივლის სამედიცინო შემოწმებას და ახალ გუნდთან კონტრაქტს გააფორმებს.
ცნობისთვის, საბამ მიმდინარე სეზონში 4 შეხვედრის ჩატარება მოასწრო.
ტეგები:
Facebook კომენტარები