30-08-2023

"ჩელსი" და "სიტი" კოულ პალმერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

ავტორი
The Athletic იუწყება, რომ "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "ჩელსი" კოულ პალმერის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
ბრიტანულ პრესას თუ დავუჯერებთ, 21 წლის გარემარბში "არისტოკრატები" 45 მილიონ ევროს გადაიხდიან.
"სიტიმ" "ლურჯების" პირველი შეთავაზება, რომლის ღირებულებაც 35 მილიონ ევროს შეადგენდა, დაბლოკა, თუმცა ამას "სტემფორდ ბრიჯის" ბინადრებისთვის ტრანსფერის განხორციელებაზე ხელის აღება არ გადაუწყვეტინებია.
"ჩელსი" ახლა თავად კოულთან შეათანხმებს კონტრაქტის დეტალებს. ჩაინიშნა სამედიცინო შემოწმებაც.
შეგახსენებთ, რომ პალმერი "სიტის" აკადემიის აღზრდილია. "ქალაქელთა" პირველ გუნდში ინგლისელს 41 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 6 გოლი და 2 ასისტია.
ტეგები:
Facebook კომენტარები