30-08-2023
ოფიციალურად: ფოლარინ ბალოგანი "მონაკოში" ითამაშებს
Author of the article
22 წლის თავდამსხმელი, ფოლარინ ბალოგანი ლონდონის "არსენალს" დატოვებს და კარიერას "მონაკოში" გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე ორივე კლუბმა დაადასტურა.
ამერიკელ ცენტრფორვარდში მონეგასკებმა 35 მილიონი ევრო გადაიხადეს.
აქვე გეტყვით, რომ ფოლარინი "არსენალის" აკადემიის აღზრდილია. გასული სეზონი, რომელიც მან იჯარით ფრანგულ "რეიმსში" გაატარა, ბალოგანის კარიერაში საუკეთესო გახლდათ. ლიგა 1-ში ჩატარებულ 37 მატჩში ინგლისელმა 21 გოლი და 3 ასისტი მიითვალა.
ახალგაზრდა ცხრიანს აქტიურად უკავშირებდნენ ლონდონის "ჩელსისა" და "ტოტენჰემსაც", თუმცა "მეთოფეებმა" თავიანთი კონკურენტის გაძლიერება არ ისურვეს.
ტეგები:
Facebook კომენტარები