• 12-06-2023
    "ძალიან ბედნიერი ვარ რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით" - კიტეიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა
    "ძალიან ბედნიერი ვარ რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით" - კიტეიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა

    მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. 

    საქართველოს ნაკრების და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა შეკრებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა: 

    "როგორც ყოველთვის, გუნდში ძალიან კარგი გარემოა, მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და ოპტიმალური შემადგენლობით ვართ. დიდი დრო გვაქვს მოსამზადებლად და ვეცდებით ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ, ვკონცენტრირდეთ მეტოქეებზე. იმედი მაქვს, ყველასათვის სასურველ შედეგს მივაღწევთ.

    ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რომლებიც ევროპის ტოპ ჩემპიონატებში წარმატებით ასპარეზობენ, ჟინი და შემართება ნაკრებშიც შემოიტანეს, რაც გუნდის დონეს ზრდის.

    ძალიან ბედნიერი ვარ რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით, ვცდილობ, მაქსიმალურად მოვემზადო და განსაკუთრებულ ფორმაში შევხვდე სანაკრებო თამაშებს", - განაცხადა ოთომ.

    აქვე შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნები" პირველ მატჩს 17 ივნისს, თემურ ქეცბაიას კვიპროსის წინააღმდეგ გამართავენ.

    Facebook კომენტარები