• 31-08-2023
    "ბარსელონა" MLS-დან მცველს იმატებს
    "ბარსელონა" MLS-დან მცველს იმატებს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონა" "ლოს ანჯელესთან" მამადუ ფალის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, - იუწყება The Athletic.

    სენეგალელ ცენტრალურ მცველს "ლურჯ-ბროწეულისფერნი" იჯარით დაიმატებენ და მისი გამოსყიდვის უფლებასაც მიიღებენ. უნდა ვივარაუდოთ, რომ მამადუს ტრანსფერი "ბარსა ატლეტიკისთვისაა" გამიზნული.

    20 წლის ფეხბურთელს ესპანეთში თამაშის გამოცდილებაც აქვს - გასულ სეზონში იგი "ვილიარეალის" სარეზერვო გუნდის ღირსებას იცავდა.

    "ლოს ანჯელესის" მაისურით მამადუს 42 მატჩში მიუღია მონაწილეობა. მან თავი 6 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები