• 02-09-2023
    მამარდა მატჩის მეფედ დაასახელეს - შეფასებები ცნობილია
    მამარდა მატჩის მეფედ დაასახელეს - შეფასებები ცნობილია
    ავტორი
    Aa

    "ვალენსიამ" ლა ლიგაში ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. "ღამურები" ამჯერად "დეპორტივო ალავესს" ესტუმრნენ და ჩენკ ოზკასარის მიერ გატანილი ავტოგოლის წყალობით დამარცხდნენ.

    მართალია, გიორგი მამარდაშვილმა კარი მშრალად ვერ შეინახა, თუმცა დღეს მაინც გამორჩეული მატჩი ჰქონდა. ქართველმა გოლკიპერმა შეხვედრის მე-2 წუთზე კიკე გარსიას მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია, ეს არ იკმარა და ორ წუთში გადათამაშებული თერთმეტმეტრიანიც აიღო.

    "ალავესის" ფორვარდისთვის მეორე შანსის მიცემა დარტყმის მომენტში "ვალენსიას" მცველის მოქმედება გახლდათ, რაც საჯარიმოში ადრე შევარდნაში გამოიხატა.

    22 წლის მეკარეს ეს გმირობა ლა ლიგამაც დაუფასა და მას მატჩის მეფის ტიტული მიანიჭა.

    რაც შეეხებათ სტატისტიკურ პორტალებს, Sofascore-მა გიორგის თამაში 6.6 ბალით შეაფასა, ხოლო Whoscored-მა - 6.5-ით.

    Facebook კომენტარები