• 07-09-2023
    "საქართველოს ნაკრებში თამაშისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი და ხვალაც ასე იქნება" - კვარამ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვებს უპასუხა
    "საქართველოს ნაკრებში თამაშისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი და ხვალაც ასე იქნება" - კვარამ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვებს უპასუხა

    მოგეხსენებათ, რომ 8 სექტმებერს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე ესპანეთისა და საქართველო ნაკრებების დაპირისპირება გიმართება.

    მატჩის წინა დღეს ჩვენი ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პრეოსკონფერენციაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა:

    „ახალგაზრდულში უთამაშებლობას რაც შეეხება, ამის შესახებ უკვე ვისაუბრე. ევრო 2023-ის შემდეგ არავის გასჩენია კითხვა, რომ ამ გუნდს ვინმე დააკლდა. ამ ბიჭებმა ქართველი ხალხი ასახელეს და წარმატებული ტურნირი გამოუვიდათ"

    "მზად თუ ვარ ესპანეთთან მატჩისთვის? საქართველოს ნაკრებში თამაშისთვის ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებდი და ხვალაც ასე იქნება. მიმაჩნია, რომ 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ და ამას მოედანზე იხილავთ. „ოქროს ბურთის“ ნომინანტების სიაში მოხვედრაზე რას ვიტყვი? ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ახლა, ესპანეთთან თამაშის გარდა, არაფერზე არ ვფიქრობ“,- განაცხადა კვარამ.

    Facebook კომენტარები