• 12-09-2023
    ლუკაკუმ დოკუს "ჩელსიში" წასვლა გადააფიქრებინა
    ლუკაკუმ დოკუს "ჩელსიში" წასვლა გადააფიქრებინა
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ სიტის" ბელგიელი ახალწვეული, ჯერემი დოკუ ოდესღაც ლონდონის "ჩელსიში" გადასვლასთან ყოფილა ახლოს, მაგრამ ეს მას თანამემამულემ, რომელუ ლუკაკუმ გადააფიქრებინა.

    "ანდერლეხტის" აკადემიის მენეჯერმა, ჯინ კინდერმანსმა გაამხილა, რომ 15 წლის დოკუ "არისტოკრატთა" რიგებში თამაშთან ერთ ნაბიჯში იყო. ამას ხელი ლუკაკუმ შეუშალა - ცენტრფორვარდმა ყმაწვილს ვიდეოზარით დაურეკა და ურჩია, დასავლეთ ლონდონში არ წასულიყო.

    ალბათ, რომელუს პირადი გამოცდილება ალაპარაკებდა. "ჩელსიში" ისიც "ანდერლეხტიდან", 18 წლის ასაკში გადაბარგდა, თუმცა პირველ გუნდში სტაბილურად თამაშის შანსი მაშინ არ მიეცა. ლუკაკუ ჯერ "ვესტ ბრომში" გაანათხოვრეს, მერე "ევერტონში", 2014 წელს კი "კანფეტებში" გაყიდეს.

    მართალია, 2021 წლის ზაფხულში ბელგიელი "ჩელსიში" დაბრუნდა, მაგრამ დიდად წარმატებული არც ეს ეტაპი გამოდგა. ახლა ცხრიანი "რომაშია" ერთწლიანი იჯარით გაშვებული.

    რაც შეეხება დოკუს, 21 წლის შემტევმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რენიდან" "სიტის" მიაშურა. მისი გადაბირება "ქალაქელებს' 60 მილიონი ევრო დაუჯდათ. ლიგა ერთის გასულ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში ჯერემიმ თავი 6 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიმუშავა.

    Facebook კომენტარები