"შარში ვართ" - გვარდიოლა ტრავმიანობაზე საუბრობს "შარში ვართ" - გვარდიოლა ტრავმიანობაზე საუბრობს » Footballnews "შარში ვართ" - გვარდიოლა ტრავმიანობაზე საუბრობს
  • 20-09-2023
    "შარში ვართ" - გვარდიოლა ტრავმიანობაზე საუბრობს
    "შარში ვართ" - გვარდიოლა ტრავმიანობაზე საუბრობს

    "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა აღნიშნავს, რომ ტრავმიანობა მის გუნდს სერიოზულ პრობლემებს უქმნის.

    "ცრვენა ზვეზდასთან" მატჩში "ქალაქელებს" სათადარიგოთა სკამზე სულ 6 მინდვრის მოთამაშე ჰყავდათ. ამის შესახებ პეპმა მატჩის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

    "შარში ვართ, მაგრამ არ ვიტყვი, რომ "ოჰ, ძალიან ბევრი ტრავმირებული გვყავს." რაც არის, ეს არის.

    მიზნისთვის იმ ფეხბურთელებთან ერთად ვიბრძოლებთ, ვინც ჩვენს განკარგულებაში იქნებიან. სანამ ეს მენტალიტეტი გვაქვს, ყველაფერი რიგზეა.

    ლაზარეთში 5 მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ასე დიდხანს გაძლება რთული იქნება," - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

    ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულებს კევინ დე ბრუინი, ჯეკ გრილიში, მატეო კოვაჩიჩი და ჯონ სტოუნსი აკლდათ, გუშინ კი შევიტყვეთ, რომ მათ რამდენიმე კვირით ვერც ბერნარდუ სილვა დაეხმარებათ.

    რაც შეეხება გუშინდელ მატჩს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს სერბები დაწინაურდნენ, ხულიან ალვარესის დუბლითა და როდრის გოლით გამარჯვება "მანჩესტერ სიტის" დარჩა.

    Facebook კომენტარები