• 22-09-2023
    პოჩეტინო: "კარგად ვთამაშობთ, მაგრამ უფრო ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ"
    პოჩეტინო: "კარგად ვთამაშობთ, მაგრამ უფრო ცივსისხლიანები უნდა ვიყოთ"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო აცხადებს, რომ მას კლუბის მფლობელი, ტედ ბოელი სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ არგენტინელმა "ასტონ ვილასთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

    "ჩვენ ვლაპარაკობთ. ვლაპარაკობთ სპორტულ დირექტორებთან, რომლებიც პროექტს მხარს უჭერენ. ისინი იმედგაცრუებულნი არ არიან, რადგან პროექტთან მსგავსი შეგრძნებები გვაკავშირებს.

    კარგად ვთამაშობთ, მაგრამ მეტოქის კარის წინ ცივსისხლიანობა გვმართებს. ფეხბურთში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. რთულია ისეთი მონაცემის მოძებნა, რომელიც იტყვის, რომ "ჩელსი" შანსების შექმნის მხრივ მოწინავეთა შორის არაა.

    უკმაყოფილო არ ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ გუნდი კარგად გამოიყურება. თანაც, ბევრი საკვანძო ფეხბურთელი გვაკლია. იმედს ის მიცრუებს, რომ ბევრი გუნდი, რომელიც ნაკლებ შანსს ქმნის, მატჩებს მეტი გოლით ასრულებს. ჩვენი ფეხბურთელები მეტს იმსახურებენ," - თქვა პოჩეტინომ.

    შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" პრემიერ ლიგის ახალი სეზონი მძიმედ დაიწყო. "არისტოკრატებს" 5 ტურში სულ 5 ქულა აქვთ აღებული და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებენ.

    ლონდონურ-ბირმინგემული ჯახი ხვალ, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

    Facebook კომენტარები