• 25-09-2023
    მედისონი: "საკა ჯერ კიდევ ჩემნაირად აღნიშნავდა გოლს, როცა მოვატყუე"
    მედისონი: "საკა ჯერ კიდევ ჩემნაირად აღნიშნავდა გოლს, როცა მოვატყუე"
    Author of the article
    Aa

    ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი "ემირეითს სთედიუმზე" შედგა, სადაც "არსენალი" და "ტოტენჰემი" დაზავდნენ, ანგარიშით 2:2.

    "მეთოფეები" ორჯერ იგებდნენ, ორივეჯერ ბუკაიო საკას წყალობით, რომელმაც ჯერ კრისტიან რომეროს გაატანინა ავტოგოლი, მერე კი თავად შეაგდო პენალტი. ინგლისელი ვარსკვლავის გარჯა გამარჯვების მომტანი არ გამოდგა, რადგან ორივე გოლი მას ჰონ მინ სონმა გაუქვითა. სამხრეთ კორეელს ასისტენტობა ორივეჯერ ჯეიმს მედისონმა გაუწია.

    საკამ გოლი მედისონის სტილში, "დარტსის აღნიშვნით" იზეიმა, რაზეც ჯეიმსმა კომენტარიც გააკეთა.

    "სანაკრებო პაუზის დროს მე და ბუკაიო ერთმანეთთან ვქიშპობდით.

    მითხრეს, რომ გოლი დარტსის სროლით აღნიშნა. ალბათ, ჯერ კიდევ ამას აკეთებდა, როცა პირველი გოლის დროს მოვატყუე," - თქვა მედისონმა.

    შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემი" და "არსენალი" მე-4 და მე-5 პოზიციებს იყოფენ. ორივე ლონდონურ გუნდს 14 ქულა აქვს.

    Facebook კომენტარები