• 28-09-2023
    "საზანოვმა კარგი შეგრძნებები დატოვა" - რა შეფასებას ანიჭებს იტალიური მედია საზანოვს
    "საზანოვმა კარგი შეგრძნებები დატოვა" - რა შეფასებას ანიჭებს იტალიური მედია საზანოვს

    მოგეხსენებათ, სერია ა-ში კიდევ ერთი ქართველის, "ტორინოს" მაისურით საბა საზანოვის დებიუტი შედგა.

    საბა მოედანზე 27-ე წუთზე ჩაერთო და ტრავმირებული ალესანდრო ბონჯორნო შეცვალა. 

    მისი თამაშის შესახებ რამდენიმე იტალიურმა გამოცემამ კომენტარი გააკეთა:

    "Toronews": "იურიჩმა ნათლად აჩვენა, რომ ის ნამდვილად არ იყო მზად, მაგრამ გადაუდებელმა სიტუაციამ აიძულა, იგი დაუყოვნებლივ ჩაერთო ბრძოლაში. დებიუტი ისე შედგა, რომ გახურებაც ვერ მოასწრო და თანაც, ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის, იმობილეს წინააღმდეგ მოუხდა თამაში. მან სამკაციანი დაცვის ცენტრში ითამაშა. ჩიროს ცუდად არ აკონტროლებს და მოხერხებულად თამაშობს. ყველაფრის გათვალისწინებით, არ არის ცუდი დასაწყისი". 

    "Toro.it": "თავიდანვე ტორინოს ყოფილი ფეხბურთელის მეურვეობა (იმობილეს - რედ) მოუწია. ზომები მიიღო და დროდადრო უჭირდა, მაგრამ შეგრძნებები კარგია". 

    "Numero-diez": "ბონჯორნო შეცვალა. ჩირო იმობილეს წინააღმდეგ ძალიან აგრესიული თამაში აჩვენა, რათა ლაციოს კაპიტანს ბურთი ადვილად ვერ მიეღო".

    "Eurosport": "21 წლის ქართველის დებიუტი "გრანატას" მაისურით გაუხურებლად შედგა. ის აგრძელებს იქიდან, საიდანაც ბონჯორნომ შეწყვიტა თამაში - იმობილეს შეუტია".

    ცნობისთვის საზანოვის თამაში 6 ქულით შეფასდა.

    Facebook კომენტარები