• 29-09-2023
    ლისანდრო "მანჩესტერ იუნაიტედს" 2-3 თვით გამოაკლდა
    ლისანდრო "მანჩესტერ იუნაიტედს" 2-3 თვით გამოაკლდა
    Author of the article
    Aa

    "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაადასტურა, რომ გუნდის არგენტინელ მცველს, ლისანდრო მარტინესს გახანგრძლივებული ვადით მოუწევს უქმობა.

    ტრავმა, რომლის რეციდივიც ლიჩას აღენიშნება, ფეხბურთელმა ჯერ კიდევ აპრილში მიიღო. 25 წლის უკანახაზელმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალში, "სევილიას" წინააღმდეგ, ტერფი დაიზიანა. 

    როგორც ირკვევა, მარტინესს ამ ტრავმამ თავი გასული თვის ბოლოს, "არსენალთან" წაგებულ მატჩში შეახსენა.

    ამის მერე ლისანდრო "ბრაიტონისა" და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევების პირისპირ წარდგა, თუმცა "წითელი ეშმაკების" სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა, მისი ჯანმრთელობით კიდევ უფრო მეტად აღარ გარისკოს.

    ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, არგენტინელი "ემიუს" 2-3 თვით ვერ დაეხმარება.

    სხვათა შორის, მანჩესტერელებმა დღეს ისიც დაადასტურეს, რომ შაბათს, "კრისტალ პალასთან" ჩასატარებელ შეხვედრაში გუნდს სერხიო რეგილონიც გამოაკლდება.

    Facebook კომენტარები