25-03-2022

მარსიალი ნაწყენია: "ხალხი არ მიცნობს, მოედანზე ამიტომ არ ვიღიმი"

ავტორი
მარსიალი "სევილიას" ფანებმა სტადიონიდან სტვენის ფონზე გააცილეს
"სევილია" მარსიალის შენარჩუნებას არ აპირებს - Daily Express
ენტონი მარსიალი "მანჩესტერ იუნაიტედში" ბედნიერი ნამდვილად არ იყო და მას ეს აშკარად ეტყობოდა, ფრანგს წასვლა სურდა.
მარსიალმა მიზანი აისრულა და იჯარით "სევილიაში" გადავიდა, ბოლო ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ხალხი მას არ იცნობს.
"ვფიქრობ, რომ ხალხი არ მიცნობს. ადამიანები მიყურებენ და ხედავენ, რომ არ ვიღიმი, თუმცა შეგიძლიათ ჩემს მეგობრებს ჰკითხოთ და გეტყვიან - მე მუდამ ვიღიმი.
მინდორზე მაქსიმალურად ფოკუსირებული ვარ და ყველაფერს ვცდილობ, ამიტომ არ ვიღიმი, თუმცა ეს არ გამოხატავს ჩემს ხასიათს", - განაცხადა მარსიალმა.
ენტონიმ დასძინა ისიც, რომ ის ზაფხულში ოლდ ტრაფორდის სრული ტრანსფერით დატოვებას შეეცდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები