• 07-10-2023
    "მეორე ტაიმში სრულად ვდომინირებდით" - პოჩეტინო "ბარნლისთან" გამარჯვებაზე
    "მეორე ტაიმში სრულად ვდომინირებდით" - პოჩეტინო "ბარნლისთან" გამარჯვებაზე
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "ჩელსიმ" დღეს "ბარნლის" სტუმრად მოუგო, ანგარიშით 4:1, და გუნდის მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს სჯერა, რომ ეს გამარჯვება სეზონის შემოტრიალების დასაწყისი იქნება.

    არადა, "ტარფ მურზე" თავიდან მასპინძლები იგებდნენ. მე-15 წუთზე "ბარნლი" უილსონ ოდებორტმა დააწინაურა, თუმცა ანგარიში პირველივე ტაიმში გათანაბრდა - ამენ ალ დახილმა ბურთი თავის კარში შეაგდო. რაც შეეხება მეორე ნახევარს, იქ "არისტოკრატების" უპირატესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არც დამდგარა. გოლები კოულ პალმერმა, ნიკო ჯექსონმა და რაჰიმ სტერლინგმა შეაგდეს.

    გამარჯვებით განსაკუთრებით კმაყოფილი "ჩელსის" თავკაცი დარჩა.

    "ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა გამარჯვება დაიმსახურეს. სეზონის სტარტზე ვერ მივიღეთ ის, რასაც ვიმსახურებდით, მაგრამ დღეს სოლიდური პერფომანსი გვქონდა.

    გოლი პირველებმა გავუშვით და "ბარნლის" დაცვითი სტრუქტურის გარღვევა საკმაოდ რთული იყო. მეორე ნახევარში სრულად ვდომინირებდით.

    ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ვართ, რომელსაც ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავს. მათ საკუთარი თავების უნდა იწამონ, რაც სისტემის აშენებაში დაგვეხმარება.

    სწორ გზაზე ვდგავართ. მაშინაც კი, როცა კარგ შედეგებს ვერ ვაფიქსირებდით, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ყველაფერს საჩვენოდ შემოვატრიალებდით," - თქვა პოჩეტინომ.

    "ჩელსისთვის" ეს პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვებაა. არგენტინელი სპეციალისტის კოლექტივი სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს.

    Facebook კომენტარები