• 08-10-2023
    არტეტა: "მარტინელის ექიმები ეუბნებოდნენ, რომ "სიტისთან" ვერ ითამაშებდა"
    არტეტა: "მარტინელის ექიმები ეუბნებოდნენ, რომ "სიტისთან" ვერ ითამაშებდა"
    Author of the article
    Aa

    ლონდონის "არსენალმა" პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ სიტისთან" წაგებათა სერიას, რომელიც უკვე 12 მატჩს ითვლიდა, წერტილი დაუსვა!

    "ემირეიტსზე" გამართული მატჩის ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე გავიდა. თავი შეცვლაზე შემოსულმა გაბრიელ მარტინელიმ გამოიჩინა, რომელმაც კაი ჰავერცის გადაცემით ისარგებლა. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის დარტყმის შემდეგ ბურთი "სიტიზენთა" ნიდერლანდელ მცველს, ნათან აკეს მოხვდა და მიმართულება მნიშვნელოვნად იცვალა.

    ძალიან პრინციპული დაპირისპირების მთავარი გმირის შესახებ კომენტარი "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ გააკეთა.

    "მას მერე, რაც "ევერტონთან" მატჩში ტრავმა მიიღო, გაბიმ მითხრა, რომ "სიტისთან" თამაშისთვის მზად იქნებოდა. მატჩისთვის იგი თავდაუზოგავად ემზადებოდა, ექიმები კი ეუბნებოდნენ, რომ ზედმეტად ჩქარობდა და გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებდა.

    გუშინ გაბრიელმა პირადად მითხრა: "ბოს, როგორც გითხარი, მზად ვარ!"

    დღეს, 30-ე წუთზე, ლეომ (ლეანდრო ტროსარმა) კუნთზე ტკივილი იგრძნო, სათადარიგოთა სკამზე გახედვისას კი დავინახე, რომ გაბიმ ფორმა აიღო, გასახურებლად მოემზადა და ისევ გამიმეორა: "მზად ვარ!"

    იგი ასე ძლიერაა ფეხბურთზე შეყვარებული. მისი მენტალიტეტი გამორჩეულია. დღეს გაბიმ თამაში შეცვალა და გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარა," - თქვა არტეტამ.

    "არსენალს" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულა დაუგროვდა, რითაც თანაქალაქელ "ტოტენჰემს" გაუთანაბრდა. ლონდონური გუნდები პირველ და მეორე ადგილებს იყოფენ, 18-ქულიანი "სიტი" კი მესამე პოზიციაზეა.

    Facebook კომენტარები