• 09-10-2023
    "რთულ მომენტში მთელს გუნდს მხრებით ატარებდა" - რას წერენ ხვიჩაზე მედიაში
    "რთულ მომენტში მთელს გუნდს მხრებით ატარებდა" - რას წერენ ხვიჩაზე მედიაში

    სერია ა-ს მერვე ტურში "ნაპოლისა" და "ფიორენტინას" მატჩი შედგა, სდაც "პარტენოპეი" 1:3 დამარცხდა.

    მიუხედავად იმსია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არცთუისე ცუდი მატჩი ჰქონდა, საგოლე მოქმედება ქართველმა მაინც ვერ მიითვალა.

    კვარას თამაში კი უცხოურმა გამოცემებმა ასე შეაფასეს:

    "გამონათებები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თავისუფალი სივრცეები აქვს. თუმცა, მთლიანობაში კაიოდემ აჯობა", - "Calciomercato".

    "დასაწყისი კარგი იყო, თუმცა შემდეგ კაიოდემ მის წინააღმდეგ ზომები მიიღო და ბოლოს კვარას ნერვიულობაც დაეტყო. მატჩის ქაოტურ დასასრულში ის რაღაცის გამოგონებას ცდილობდა, მაგრამ თანაგუნდელები ვერ უგებდნენ", - "Tuttonapoli".

    "რთულ მომენტში მთელს გუნდს მხრებით ატარებდა. ბევრად სახიფათო გახდა მას შემდეგ, რაც მარჯვენა ფლანგზე გადავიდა", - "Tuttomercatoweb".

    Facebook კომენტარები