• 09-10-2023
    "ეს ჩემთვის გაუგებარია" - ჩავის კომენტარი "გრანადასთან" მატჩის შემდეგ
    "ეს ჩემთვის გაუგებარია" - ჩავის კომენტარი "გრანადასთან" მატჩის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მეცხრე ტურში კატალონიის "ბარსელონა" "გრანადას" ესტუმრა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

    შეხვედრის შემდეგ, კატალონიელთა თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

    "ჩვენ მთელი მატჩი ვდომინირებდით და უამრავი მომენტი შევქმენით. ამ თამაშში 1 ქულის აღება არაა საკმარისი.

    "მოხარული ვარ ლამინეს გოლით ლა ლიგაში. სამწუხაროდ, ამ გოლმა სამი ქულა ვერ მოგვიტანა. იამალს კუნთის არეში დისკომფორტი აწუხებს.

    "როგორც ჩანს გოლი თამაშგარის გამო გამოუქმდა. ვისზე ზემოქმედებდა ფერანი, ეს ჩემთვის გაუგებარია.

    "მოგებას ვიმსახურებდით. ფეხბურთში 2:0-დან დაბრუნება არ არის მარტივი", - თქვა ესპანელმა.

    Facebook კომენტარები