• 09-10-2023
    "ნაპოლი" ამ კაცმა უნდა ჩაიბაროს" - ფანების მოთხოვნა და პროტესტი გარსიას
    "ნაპოლი" ამ კაცმა უნდა ჩაიბაროს" - ფანების მოთხოვნა და პროტესტი გარსიას

    "ფიორენტინასთან" საკუთარ კედლებში მარცხის შემდეგ "ნაპოლის: ქომაგებმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია მოედნიდან სტვენით გააცილეს.

    მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებმა მედიას განუცხადეს, რომ ფრანგმა გუნდი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს და ახალი მწვრთნელი კანდიდატებიც დაასახელეს:

    "რუდი გარსია რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეს, კიდევ გვაქვს დრო, რომ სეზონი გადავარჩინოთ. სასწრაფოდ ახალი მწვრთნელი გვჭირდება. პირადად მე ანტონიო კონტეს დაუფიქრებლად ავიყვანდი"

    "თუ არ ვცდები, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ის მზადაა ნეაპოლში ფეხით ჩამოვიდეს. ჩემთვის სასურველი მწვრთნელები ანტონიო კონტე ან ფაბიო კანავარო არიან. დარწმუნებული ვარ, ისინი ფეხბურთელებს ენთუზიაზმს დაუბრუნებენ". 

    "გარსიამ აქ მუშაობა ვეღარ უნდა გააგრძელოს, დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის მოძებნა უნდა დაიწყოს", - აცხადებენ "ნაპოლის" ქომაგები.

    Facebook კომენტარები