• 11-10-2023
    "გარსიას განთავისუფლების საჭიროებას ვერ ვხედავ" - დე ლაურენტისის ინტერვიუ
    "გარსიას განთავისუფლების საჭიროებას ვერ ვხედავ" - დე ლაურენტისის ინტერვიუ

    მოგეხსენებათ, "ნაპოლის" სეზონის სტარტით არავინ არ არის კმაყოფილი და მათ ახალ მწვრთნელს, რუდი გარსიას ხშირად აკრიტიკებენ.

    "პარტენოპეის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაირენტისს ფრანგი სპეციალისტის შესაძლო გათვისუფლების შესახებ ჰკითხეს:

    "გარსია ამჟამად რთულ სიტუაციაშია, მაგრამ მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავათავისუფლებ, თუ ამის საჭიროება დადგება. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნება. მჯერა, რომ სკუდეტოს მოგებისთვის ძალებს არ დავიშურებთ" 

    "როდესაც ლუჩანო სპალეტიმ "ნაპოლი" დატოვა, მოლაპარაკებებს ტიაგო მოტასთან და ლუის ენრიკესთან ვაწარმოებდით. მოტამ ვერ გარისკა, ლუის ენრიკეს შემთხვევაში კი ნამდვილად გაგვიმართლა, ალბათ ხედავთ, თუ როგორი შედეგები აქვს საფრანგეთის ჩემპიონატში. მასთან საუბარმა არ აღმაფრთოვანა, მისი სიტყვები არადამაჯერებელი იყო", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

    Facebook კომენტარები