• 06-08-2022
    დე იონგი "ჩელსიში" გადასვლას უახლოვდება
    დე იონგი "ჩელსიში" გადასვლას უახლოვდება

    "ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის შესახებ დღეს დილით უამრავი ინფორმაცია გავრცელდა.


    პირველი Sport გამოირჩა, რომელმაც გვამცნო, რომ ლონდონის "ჩელსი" "ბლაუგრანას" 25 წლის ვარსკვლავის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროსა და მარკოს ალონსოს სთავაზობს.


    "არისტოკრატთა" ინტერესი დაადასტურა "ბარსას" ქომაგთა მიერ განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილმა ჟერარ რომერომ.


    "ჩემი აზრით, შემდეგ კვირაში დე იონგი "ბარსელონას" გარეთ უფრო იქნება, ვიდრე მის შიგნით. დიდი ალბათობით, ის "ჩელსიში" წავა," - თქვა რომერომ.


    ჟერარმა ისიც დაგვიდასტურა, რომ ფრენკის სიტუაცია ახლა განსაკუთრებით ცხელია. მაშასადამე, გარკვეულ ძვრებს შეიძლება უახლოეს საათებშივე ველოდოთ.


    როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედი" დე იონგისთვის ბრძოლაში მოწინავე ვეღარ არის, რაშიც გადამწყვეტი როლი თავად ფეხბურთელმა ითამაშა.

    Facebook კომენტარები