• 14-10-2023
    ბრუნო "ბარსაზე" ოცნებობს - საიდუმლო პუნქტი კონტრაქტში
    ბრუნო "ბარსაზე" ოცნებობს - საიდუმლო პუნქტი კონტრაქტში
    Author of the article
    Aa

    "ნიუკასლ იუნაიტედის" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ბრუნო გიმარაეში "ბარსელონაში" თამაშზე ოცნებობს, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

    წყაროს თანახმად, ბრუნომ "ჯორდებთან" დადებულ კონტრაქტში საიდუმლო პუნქტი ჩაადებინა, რომელიც მას უფლებას აძლევს, რომ გუნდი 65-70 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვოს, თუ დაინტერესებული კლუბი "ბლაუგრანა" იქნება.

    ცხადია, 25 წლის შუახაზელის ტრანსფერის განხორციელება "ლურჯ-ბროწეულისფერთათვის" ძალიან რთული იქნება, რადგან კლუბისთვის 70 მილიონი ევროც საკმაოდ სოლიდური თანხაა.

    მიუხედავად ამისა, გიმარაეშმა იმედი არ უნდა დაკარგოს - ბოლო ფეხბურთელი, რომლის ოცნებაც "ბარსას" მაისურის მორგება გახლდათ, ახლა კატალონიურ გრანდში ირიცხება. ცხადია, ჟოაუ ფელიქსს ვგულისხმობთ.

    აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან 1 გოლი და 2 ასისტი მიითვალა.

    ბრუნო "კაჭკაჭებმა" 2022 წლის იანვარში, ლიონის "ოლიმპიკიდან" შეიძინეს. გიმარაეში "ნიუკასლს" 42 მილიონი ევრო დაუჯდა.


    Facebook კომენტარები