• 22-10-2023
    "საზანოვმა ეს აუცილებლად უნდა გააკეთს" - "ტორინოს" მთავარი მწვრთნელის კომენტარი
    "საზანოვმა ეს აუცილებლად უნდა გააკეთს" - "ტორინოს" მთავარი მწვრთნელის კომენტარი

    როგორც მოგეხსენებათ, მილანის "ინტერმა" საბა საზანოვის "ტორინო" ანაგრიშით 0:3 დაამარცხა.

    ქართველი ამ მატჩში 51-ე წუთიდან ჩაერთო და ტრავმირებული, პეერ სხუურსი შეცვალა.

    მატჩის შემდეგ, "ტორინოს" თავკაცმა, ივან იურიჩმა საზანოვზე ისაუბრა:

    "სხუურსის მდგომარეობას ხვალ გავიგებთ, მაგრამ მოლოდინი კარგი არ არის. იმედი ვიქონიოთ, რომ სასწაული მოხდება და სერიოზული არაფერია. მისი გასვლის შემდეგ გუნდმა ბალანსი დაკარგა, სხუურსის შეცვლა ურთულესი იქნება" 

    "ზიმა არ არის ოპტიმალურ მდგომარეობაში, ბონჯორნო და ჯიჯი ისედაც გვაკლია, საზონოვი ახალგაზრდაა და საინტერესო ფეხბურთელია, რომელსაც სწავლის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ ჩვენს კონცეფციებთან უნდა ადაპტირდეს და გაიზარდოს, რაც დღესაც დავინახეთ - თამაშში ჩართვა გაუჭირდა", - თქვა იურიჩმა.

    Facebook კომენტარები