• 25-10-2023
    "ამ თამაშში კვარაცხელიას ხარისხი კარგად გამოჩნდა" - "უნიონის" მწვრთნელის კომენტარი
    "ამ თამაშში კვარაცხელიას ხარისხი კარგად გამოჩნდა" - "უნიონის" მწვრთნელის კომენტარი

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის "უნიონს" სტუმრად 1:0 სძლია. ქართველი ამ მატჩში კარგი ასისტით გამოირჩა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. 

    მატჩთან და კვარასთან დაკავშირებით გერმანელების მთავარმა მწვრთნელმა, ურს ფიშერმა ისაუბრა:

    "ერთი დარტყმით წაგება ძალიან რთულია. ამ თამაშში კვარაცხელიას ხარისხი კარგად გამოჩნდა. გუშინ ვისაუბრე, რომ მოწინააღმდეგის ფლანგებს ვუშინდებოდი. დღეს კარგად ვითამაშეთ, გადაცემებს ვჭრიდთ და "ნაპოლის" ბურთს დიდხანს არ ვაძლევდით" 

    "გოლის მომენტში კვარას ხარისხი კარგად ვიხილეთ. ყველამ ვნახეთ ჩვენს მცველებს გვერდს როგორ უვლიდა. მისი შეჩერება ძალიან რთულია. ვიცოდით, რომ ის "ნაპოლისთვის" დიდი ძალა იყო და მის შესაჩერებლად ბევრი ძისხმევა იყო საჭირო", - განაცხადა ფიშერმა.

    Facebook კომენტარები