• 25-10-2023
    ცნობილია: რა შეფასება მიიღო ირაკლი აზაროვმა "ბარსელონას" წინააღმდეგ
    ცნობილია: რა შეფასება მიიღო ირაკლი აზაროვმა "ბარსელონას" წინააღმდეგ

    რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი, რომელშიც "ბარსელონამ" დონეცკის "შახტარს" მოუგო, ანგარიშით 3:1.

    უკრაინული გუნდის ქართველმა მცველმა, ირაკლი აზაროვმა შეხვედრაში საგოლე გადაცემა მიითვალა. 62-ე წუთზე მან გეორგი სუდაკოვი მეკარესთან პირისპირ დატოვა და უკრაინელსაც გოლის გატანა აღარ გასჭირვებია.

    Sofascore-მა აზაროვის დღევანდელი პერფომანსი 6.9 ქულით შეაფასა.

    რაც შეეხება Whoscored.com-ს, იქ ირაკლის შეფასება 7.0 ბალია.

    შეგახსენებთ, რომ ჯგუფს "ბარსელონა" უდანაკარგოდ ლიდერობს, "შახტარს" კი 3 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა. დღეს ამ ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს "პორტუ" და "ანტვერპენი" შეხვდებიან.

    Facebook კომენტარები