• 30-10-2023
    ბრწყინვალე ამბავი! - მამარდას მატჩს პრემიერ ლიგის გრანდის სკაუტები დაესწრნენ
    ბრწყინვალე ამბავი! - მამარდას მატჩს პრემიერ ლიგის გრანდის სკაუტები დაესწრნენ
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის მე-11 ტურში "ვალენსია" ბილბაოს "ატლეტიკს" დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

    შეხვედრის MVP გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც რამდენიმე საოცარი სეივი შემოგვთავაზა.

    აღსანიშნავია, რომ ქართველის ასეთი პერფორმანსი უყურადღებოდ არ დარჩენილა.

    ბრიტანული გამოცემა "90min" წერს, რომ აღნიშნულ დაპირისპირებას ლონდონის "ჩელსის" სკაუტები ესწრებოდნენ.

    როგორც ირკვევა, "ლურჯები" ახალი კარის დარაჯის ყიდვით არიან დაინტერესებულნი და კანდიდატებად მამარდა და უნაი სიმონი მოიაზრებიან.

    ასე რომ, საინტერესო იქნება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ "არისტოკრატები" ქართველი კიპერის თაობაზე.

    Facebook კომენტარები