

"მანჩეტერ სიტიმ" დორტმუნდის "ბორუსიადან" მანუელ აკანჯის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
შვეიცარიელმა უკანახაზელმა, რომელსაც "შავ-ყვითლებთან" ხელშეკრულება გაისად ეწურებოდა, მანჩესტერულ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი შეძენა "სიტიზენებს" 17 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.
აკანჯი "ქალაქელთა" მეხუთე შენაძენია ამ ზაფხულს. მანამდე კლუბმა ერლინგ ჰოლანდი, კალვინ ფილიპსი, სტეფან ორტეგა და სერხიო გომესი დაიმატა.
"აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ.
ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში "სიტი" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახლდათ. ისინი შესანიშნავი სანახავები არიან, ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობენ და ტიტულებისთვის იბრძვიან. აქ მოსვლა ჩემი კარიერის მომდევნო, დიდებულ ნაბიჯს წარმოადგენს.
პეპ გვარდიოლა განსაკუთრებული მწვრთნელია. შემადგენლობაც გამორჩეული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ეს ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა", - თქვა აკანჯიმ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 5 ტურში "სიტის" 13 ქულა აქვს აღებული და მეორე პოზიციაზე იმყოფება.